ხმა

კონტრასტი

ფონტი

მინუსი

საწყისი

პლიუსი

ანიმაციის შეჩერება

დიზაინის გამორთვა

სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს კვარტალური ანგარიში წარუდგინა

ივლ 14, 2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს კვარტალური ანგარიში წარუდგინა

ანგარიში 2022 წლის 1 მარტიდან მაისის თვის ჩათვლით, სამსახურის საქმიანობის ამსახველ სტატისტიკურ ინფორმაციას მოიცავდა.


კოკა კაციტაძემ შეხვედრის მონაწილეებს განხორციელებულ პროექტებთან ერთად, არსებული გამოწვევები და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

კვარტალურ ანგარიშში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნის დღიდან, ინსტიტუციური და ორგანიზაციული განვითარების პროცესზეა საუბარი.
ანგარიშის მიხედვით, სამსახურის გაძლიერებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების მიზნით, უწყების წინაშე მდგარი გამოწვევების საპასუხოდ, სამსახურის ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა ჩამოყალიბდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მარტი-მაისის თვის საანგარიშო პერიოდის ქვემდებარე დანაშაულების სტატისტიკაზე, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისა და გამოძიების შეწყვეტის მაჩვენებლების შესახებ დეტალურად ისაუბრა.

კოკა კაციტაძემ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს, დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და სამსახურის განვითარების ძირითად ასპექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სახალხო დამცველის აპარატთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, გამჭირვალობისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ანგარიშს ყოველ სამ თვეში გამოაქვეყნებს.
ღონისძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე გიორგი კვარაცხელია, სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები - გვანცა ჩხაიძე და საბა ბრაჭული ესწრებოდნენ.