ხმა

კონტრასტი

ფონტი

მინუსი

საწყისი

პლიუსი

ანიმაციის შეჩერება

დიზაინის გამორთვა

სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, მოადგილეებთან - გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა

ივნ 27, 2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, მოადგილეებთან - გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა

 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, მოადგილეებთან - გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა.

 სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინიციატივა განიხილეს. უფრო კონკრეტულად, ეს ეხება არასათანადო მოპყრობის საქმეებზე, დაზარალებული მოქალაქეებისთვის სავალდებულო წესით სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის საკითხს.

 მხარეები შეთანხმდნენ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური იურიდიული დახმარების სამსახურთან ერთად აქტიურ რეჟიმში იმუშავებს, რათა უმოკლეს დროში მომზადდეს საკანონმდებლო პაკეტი და დაზარალებული მოქალაქეების ადვოკატით მომსახურების უფლების მინიჭება საქართველოს კანონით იქნას განმტკიცებული.

„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის გაცხადებული პოლიტიკა, მისი შექმნის დღიდან, სწორედ დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაა. დღევანდელ შეხვედრაზე იურიდიული სამსახურისგან მოვისმინეთ ძალიან კარგი ინიციატივა, რომელიც ეხება არასათანადო მოპყრობის საქმეებზე, დაზარალებული მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის შესაძლებლობას. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ორივე სამსახური აქტიურად ითანამშრომლებს, რათა ამ იდეამ მიიღოს კანონის სახე.“ - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ.

„ვისაუბრეთ იმ მომავალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც დაზარალებულ მსხვერპლს უფასო სამართლებრივი დახმარების შესაძლებლობას მისცემს. ჩვენ შევჯერდით, რომ აღნიშნული კანონპროექტის მომზადება ერთობლივად განხორციელდება. ასევე დავგეგმეთ მომავალში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით, მოქალაქეებთან ერთობლივი ღონისძიებების და პროექტების განხორციელება.“ - განაცხადა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა.