ხმა

კონტრასტი

ფონტი

მინუსი

საწყისი

პლიუსი

ანიმაციის შეჩერება

დიზაინის გამორთვა

სიახლეები

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

აპრ 21, 2022

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

ორივე კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდას. უფრო კონკრეტულად, ეს ეხება პენიტენციურ დაწესებულებებში დაუბრკოლებლად შესვლის უფლების, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისათვის საჩივრით დაუბრკოლებლად მომართვის შესაძლებლობის საკითხებს, ასევე, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გაზრდას - დაცვის სპეციალური ღონისძიებების ეფექტურ გამოყენებას და საგამოძიებო ქვემდებარეობის გაფართოვებას.

დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახური, ასევე იმ დანაშაულებსაც გამოიძიებს, რომლის ჩადენასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას დაადგენს.

აღნიშნული ცვლილებით, ასევე გაფართოვდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დასაქმებულ პირთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები.