ხმა

კონტრასტი

ფონტი

მინუსი

საწყისი

პლიუსი

ანიმაციის შეჩერება

დიზაინის გამორთვა

სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაიზარდა

აპრ 03, 2024

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაიზარდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების სტატისტიკური მონაცემებით, 2023 წელს სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 2022 წელთან მიმართებით გაზრდილია.

ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის მიზანსა და მისიას სწორედ საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობრივი და არასათანადო მოპყრობის ფაქტების დროული და ეფექტიანი გამოძიება წარმოადგენდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 31 მარტს საქართველოს პარლამენტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია 2023 წელს უწყების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. ანგარიშში მათ შორის ასახულია  სამართალდამცავების, საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის და ძალადობრივი დანაშაულების გამოვლენის და გახსნის მაჩვენებელი, რომელიც მოიცავს, როგორც პროკურატურის მიერ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას, ასევე განრიდებას და საქმის შეწყვეტას.

კერძოდ, 2022 წელს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ზემოხსენებული კატეგორიის დანაშაულზე გამოძიება დაიწყო სულ 291 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო, გაიხსნა 81 სისხლის სამართლის საქმე - გახსნის პროცენტული მაჩვენებელი - 28%.  2023 წელს გამოძიება დაიწყო სულ 336 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო გაიხსნა 118 სისხლის სამართლის საქმე - გახსნის პროცენტული მაჩვენებელი - 35%.      

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის ანგარიში ხელმისაწვდომია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://sis.gov.ge/Statistics-and-reports?rec_id=20