თქვენ იმყოფებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

ისტორია

მოხელის მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური, დროული და დამოუკიდებელი  გამოძიება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ადამიანის უფლებათა დაცვის  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგის“ თანახმად ქვეყანამ აიღო ვალდებულება საერთაშორისო ვალდებულებების სათანადოდ შესრულების გზით, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიზნით ეფექტიანი რეფორმები განახორციელოს. სწორედ აღნიშნულის საფუძველზე შეიქმნა სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახური 2019 წლის 1 ნოემბერს, ხოლო 2022 წლის 1 მარტს კი დამოუკიდებელი ორგანო - სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამოქმედდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 01 ნოემბრიდან „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სამი მიმართულებით საქმიანობდა:

• პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;

• ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;

• სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი ცალკეული დანაშაულების მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.

2022 წლის 1 მარტიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახური  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულთა საქმეებზე საგამოძიებო უფლებამოსილების განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვრა.

 „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა გაფართოვდა და იგი უკვე  კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ შემდეგ დანაშაულებზე ვრცელდება:

  • წამება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლი;
  • წამების მუქარა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1442 მუხლი;
  • დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლი;
  • სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები;
  • სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლების მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები;
  • განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლი;
  • პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულება ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით; აგრეთვე, მსჯავრდებულის იძულება, მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილი;
  • სხვა დანაშაული, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში, ან/და ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ან/და აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია, ზემოაღნიშნულ დანაშაულებზე სრული მოცულობით ჩაატაროს გამოძიება და განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა.
  • სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ (გარდა პროკურორისა) ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 111-ე, 113-ე−118-ე, 120-ე−124-ე, 126-ე, 1261-, 137-ე−139-ე, 143-ე−144-ე და 150-ე−1511 დანაშაულები;
  • ნებისმიერი პირის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე−159-ე, 162-ე−163-ე და 1644  მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები.


ისტორია