თქვენ იმყოფებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

ფუნქციები

სპეციალური საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არცერთ ორგანოს და თანამდებობის პირს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი საქართველოს პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, წარუდგენს ანგარიშს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მდგომარეობისა და ამ მიმართულებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური უზრუნველყოფს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი ცალკეული დანაშაულების მიუკერძოებელ, ყოველმხრივ და ობიექტური გამოძიებას.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის თანახმად, სამსახური იძიებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ 2019 წლის 1-ელი ნოემბრიდან ჩადენილ შემდეგ დანაშაულებს:
  • წამება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლი;
  • წამების მუქარა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1442 მუხლი;
  • დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლი;
  • სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები;
  • სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლების მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები;
  • განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლი;
  • პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულება ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით; აგრეთვე, მსჯავრდებულის იძულება, მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილი;
  • სხვა დანაშაული, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში, ან/და ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ან/და აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ. სპეციალური საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილია, ზემოაღნიშნულ დანაშაულებზე სრული მოცულობით ჩაატაროს გამოძიება და განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა.
  • სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ (გარდა პროკურორისა) ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 111-ე, 113-ე−118-ე, 120-ე−124-ე, 126-ე, 126​1, 137-ე−139-ე, 143-ე−144-ე და 150-ე−151​1 დანაშაულები.
  • განზრახ მკვლელობა - სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი;
  • განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში  - სისხლის სამართლის კოდექსის  109-ე მუხლი;

  • განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში  - სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლი;

  • მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით - სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლი;

  • მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით  - სისხლის სამართლის კოდექსის 114-ე მუხლი;

  • თვითმკვლელობამდე მიყვანა - სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი;

  • სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით - სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლი;

  • ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება - სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი;

  • ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება  - სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლი;

  • ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება - სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი;

  • ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში - სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლი;

  • ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით - სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლი;

  • ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით - სისხლის სამართლის კოდექსის 123-ე მუხლი;

  • ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით -  124-ე მუხლი;

  • ძალადობა  - სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი;

  • ოჯახში ძალადობა  - სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლი;

  • გაუპატიურება  - სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი;

  • სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება - სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლი;

  • პირის  სხეულში  სექსუალური  ხასიათის  შეღწევის  ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება - სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლი;

  • თავისუფლების უკანონო აღკვეთა  - სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლი;

  • ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) – სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლი;

  • არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) – სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლი;

  • ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა - სისხლის სამართლის კოდექსის 1433 მუხლი;

  • მძევლად ხელში ჩაგდება  - სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლი;

  • იძულება  - სისხლის სამართლის კოდექსის 150 -ე მუხლი;

  • ქორწინების იძულება - სისხლის სამართლის კოდექსის 1501 მუხლი;

  • მუქარა  - სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი;

  • ადევნება  - სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლი.

  • ნებისმიერი პირის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე−159-ე, 162-ე−163-ე და 164​4 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები.

  • სიტყვის თავისუფლების ხელყოფა  - სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე მუხლი;

  • ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა - სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი;

  • რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა - სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლი;

  • დევნა  - სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლი;

  • პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა - სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლი;

  • პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა - სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლი;

  • კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა - სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლი;

  • პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა - სისხლის სამართლის კოდექსის  159-ე მუხლი;

  • არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა - სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლი;

  • კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა  - სისხლის სამართლის კოდექსის 1621 მუხლი;

  • საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა - სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლი;

  • ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა ან/და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა - სისხლის სამართლის კოდექსის 164​ მუხლი.

 
საქმიანობის პრინციპები

დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი - სამსახური დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არცერთ ორგანოს, თანამდებობის პირს ან/და პოლიტიკურ ძალას;
კანონიერება - სამსახური საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით;
ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა და პატივისცემა - სამსახური იცავს და პატივს სცემს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ითვალისწინებს მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებსა და თავისებურებებს, ხელმძღვანელობს თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებით;
მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და სამართლიანობა - სამსახური საქმიანობს მიუკერძოებლად, ობიექტურად და სამართლიანად;
პროფესიონალიზმი - სამსახური თითოეულ საქმეს კანონიერების დაცვით კვალიფიციურად, სწრაფად და გონივრულ ვადაში გამოიძიებს, გამოძიების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, მუდმივად იზრუნებს კვალიფიციური კადრების მოზიდვასა და მოქმედი თანამშრომლების განვითარებაზე;
განმცხადებლისა და მსხვერპლის ჩართულობა - სამსახური უზრუნველყოფს განმცხადებლისა და სავარაუდო მსხვერპლის/დაზარალებულის ჩართულობას გამოძიების პროცესში და მათი ინტერესების ეფექტიან დაცვას;
გამჭვირვალობა და ღიაობა - სამსახური ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე, ღიაა თანამშრომლობისთვის და პროაქტიულად გაავრცელებს ინფორმაციას საკუთარ საქმიანობაზე.