თქვენ იმყოფებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

სიახლეები

თარიღით ძიება:
აირჩიეთ

სიახლეები

მეტის ნახვა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება

08 მარტი 2023

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 7-8 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის დროს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და აქციის სხვა მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
ვრცლად
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორისთვის  პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი  მოქალაქე ამხილა

27 თებერვალი 2023

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი მოქალაქე ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 20 დეკემბერს, ტელეკომპანია “TV პირველის” ოპერატორი - ნ.კ. თბილისში, ფონიჭალაში, დავით აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა დ.მ.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ოპერატორ ნ.კ.-ს ვიდეოკამერას ხელი დაარტყა, რის შედეგადაც ნ.კ.-მ წონასწორობა დაკარგა და წაიქცა. აღნიშნული ქმედებით, ნ.კ.-ს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა.
ვრცლად
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცნობიერების ამაღლების მიზნით სამიზნე ჯგუფებში რეგიონული შეხვედრები გამართა

24 თებერვალი 2023

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცნობიერების ამაღლების მიზნით სამიზნე ჯგუფებში რეგიონული შეხვედრები გამართა

ევროპის საბჭოს (COE) მხარდაჭერით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეებმა - ნათია სონღულაშვილმა და გიორგი კვარაცხელიამ, სამართალდამცავი ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის და სახალხო დამცველის აპარატის ადგილობრივ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები ქ. გორსა და ქ. ბორჯომში გამართეს.
ვრცლად