
ხშირად დასმული კითხვები
რა სახის დანაშაულს იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური?
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჩადენილ ძალადობრივ და არასათანადო მოპყრობისდანაშაულებზე; ყოფით ნიადაგზე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებზე. ასევე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე.
როგორ მივმართოთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს?
შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს (199), წარმოადგინოთ ან საქართველოს ფოსტით გამოგზავნოთ განცხადება სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებში ან მოგვმართოთ ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალის საშუალებით.
მოქმედებს თუ არა ცხელი ხაზი?
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ფუნქციონირებსცხელიხაზი (ნომერი - 199), რომელიც 24 საათისგანმავლობაშინებისმიერიდაინტერესებულიპირისთვისარის ხელმისაწვდომი;
რა პერიოდში ჩადენილ დანაშაულს იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური?
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში, გამოძიებას აწარმოებს 2019 წლის 1 ნოემბრის შემდგომ პერიოდში, მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ ცალკეულ დანაშაულებზე, ასევე 2022 წლის 1 მარტიდან ჩადენილ დანაშაულებზე, რაც განსაზღვრულია საქართველოს კანონით „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“;
ვის შეუძლია მიმართოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ?
სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართვის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;
სად მდებარეობს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოები?
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ოფისები განთავსებულია თბილისში (მის.: მიხეილ ასათიანის ქუჩა N9) ქუთაისსა (მის.: ი. აბაშიძისგამზირი №22) და ბათუმში (მის.: გ.მაზნიაშვილისქ. № 54 )
როგორ დავსაქმდეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში?
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დასაქმება ხდება, მხოლოდ ღია კონკურსის გავლის საფუძველზე. სამსახურის მიერ გამოცხადებული კონკურსების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ www.hr.gov.ge-ზე.