თქვენ იმყოფებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

19 ივლისი 2022

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, რეგიონალური შეხვედრები გამართა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, მოადგილეებთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით, სამართალდამცავი ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის და სახალხო დამცველის აპარატის ადგილობრივ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

რეგიონული შეხვედრები ევროპის საბჭოს პროექტის - ,,ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობდა. შეხვედრების ციკლი ქ.ბათუმიდან დაიწყო და ქ. ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში გაგრძელდა.

შეხვედრის მიზანს დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილების, შეტყობინებისა და საჩივრის მექანიზმის შესახებ სამიზნე ჯგუფებში ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრებზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ ნათია სონღულაშვილმა, სამსახურის საქმიანობის პირველი კვარტალური ანგარიში წარადგინა. ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, საგამოძიებო მიმართულებით არსებული ტენდენციები, ადგილობრივი საჭიროებების დაკმაყოფილებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

შეხვედრაზე მხარეებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის მანდატიდან გამომდინარე, რეგიონისთვის დამახასიათებელი სპეციფიკის ჭრილში, აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.