სექ 13, 2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ორგანიზებით, პედოფილიასთან ბრძოლის და ბავშვთა უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა.
სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, პედოფილიისა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებული პირების ელექტრონული რეესტრისა და სახელმწიფო მონიტორინგის მექანიზმის შექმნის ინიციატივა სახალხო დამცველს, გენერალური პროკურატურის, სამინისტროების, აკადემიური წრის წარმომადგენლებს და მოსამართლეებს დეტალურად გააცნო.