თქვენ იმყოფებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

31 მარტი 2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ ევროპის საბჭოს პროექტის - „ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ მმართველი კომიტეტის პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

კომიტეტის შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები - გიორგი კვარაცხელია და ნათია სონღულაშვილი ესწრებოდნენ;
ღონისძიება ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ სტეფან სირბუმ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ და ევროპის საბჭოს პოლიციისა და თავისუფლების აღკვეთის საკითხებზე თანამშრომლობის მე-2 განყოფილების ხელმძღვანელმა დონჩე ბოშკოვსკიმ გახსნეს;
 ღონისძიების გახსნით ნაწილში კოკა კაციტაძემ დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური განვითარებაზე, პროცესის მონაწილე პირთა უფლებრივი მდგომაროების გაუმჯობესებაზე და პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე ყურადღება კონკრეტულ რეფორმებზე გაამახვილა, რომელიც სამომავლოდ უნდა განხორციელდეს.
შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს;
 ევროპის საბჭოს აღნიშნული პროექტი პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2021 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანი და ანგარიშვალდებული წესით შესრულების მონიტორინგში, ადამიანის უფლებების სტანდარტების გაძლიერების გზით.