თქვენ იმყოფებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

09 მაისი 2023

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის საქმიანობის შედეგები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის საქმიანობის შედეგები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილების მიხედვით, ყველა იმ მოქალაქეს და პოტენციურ დაზარალებულს, რომელიც შეიძლება არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყოს, სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლება მიეცა. ეს გამჭვირვალე გამოძიების წარმოების საუკეთესო მოდელია, რომელიც სრულად შეესაბამება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, რომელიც პირველია საგამოძიებო ორგანოებისთვის, სავარაუდო მსხვერპლს უფლება აქვს პირადად გაეცნოს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, ექსპერტიზის დასკვნებს, ვიდეო, აუდიო და საქმის სხვა მასალებს. ასევე, გამოთქვას მოსაზრებები და მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. აღნიშნული უფლების გამოყენებით მოქალაქე უშუალოდ აკვირდება გამოძიების მიმდინარეობას და თავად მონაწილეობს ამ პროცესში.

 

ამ წესის ამოქმედებიდან  დღემდე, 100-მდე დაინტერესებულმა მოქალაქემ და მათმა ადვოკატმა ისარგებლა უკვე ამ შესაძლებლობით.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მთავარ პრიორიტეტს გამჭვირვალე გამოძიების სტანდარტების დახვეწა და პოტენციურ მსხვერპლთა უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნა წარმოადგენს.

 

არასათანადო მოპყრობის მსხვერპლისათვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობისა და ინფორმაციის მიწოდების შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცდა და 2022 წლის 27 ივლისიდან ამოქმედდა.