თქვენ იმყოფებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

05 ოქტომბერი 2023

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმს ხელი, ეფექტიანი თანამშრომლობის დამყარების მიზნით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ მოაწერეს.

 

თანამშრომლობის მემორანდუმის მთავარ მიზანს წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა უფლებების დაცვა,  ამ მიმართულებით სასწავლო აქტივობების ჩატარება და  სამართლებრივ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს.

 

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ შემუშავდება  ადამიანის უფლებებზე, წამებასა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული ერთობლივი ღონისძიებები. დაგეგმილია საინფორმაციო ხასიათის პანელური დისკუსიების, კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება.

 

ღონისძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ნათია სონღულაშვილი, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე მიხეილ ხურციძე და დირექტორის თანაშემწე სალომე დუდუჩავა ესწრებოდნენ.