თქვენ იმყოფებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

27 თებერვალი 2023

კოკა კაციტაძე რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რეზვან როტუნდუსს შეხვდა

კოკა კაციტაძე რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რეზვან როტუნდუსს შეხვდა

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე პირველ მოადგილესთან გიორგი კვარაცხელიასთან ერთად, რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რეზვან როტუნდესს შეხვდა.

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი მხარეებს შორის ურთიერთობებს და კომპეტენციის ფარგლებში, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

 

კოკა კაციტაძემ ელჩთან სამსახურის ფუნქციებზე და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტების გამოძიების კუთხით, გაფართოებულ მანდატზე ისაუბრა. ასევე, დიპლომატს განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

 

შეხვედრაზე მხარეებმა რუმინეთის საელჩოს აქტიური ჩართულობით სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობასა და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების ევროპული გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს.

 

სამსახურის უფროსმა რეზვან როტუნდუსს შეხვედრისთვის და ნაყოფიერი დისკუსიისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

შეხვედრას რუმინეთის კონსული მარიუს პანდელეა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი ესწრებოდნენ.