თქვენ იმყოფებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

12 აპრილი 2023

კოკა კაციტაძე შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰაიდი გრაუს შეხვდა

კოკა კაციტაძე  შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰაიდი გრაუს შეხვდა.

 

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე მოადგილეებთან- გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად, შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰაიდი გრაუს შეხვდა.

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი მხარეებს შორის ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა დიპლომატს სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნები და ამოცანები გააცნო.

 

კოკა კაციტაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამსახური ორიენტირებულია გამოძიების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვასა და ინსტიტუციური განვითარების მიზნით, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკის დანერგვაზე. მხარეებმა პოზიტიური გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით შვეიცარიის პოლიციის მედიაციის ოფისისა და სხვა კოლეგა უწყების საქმიანობის გაცნობის და  თანამშრომლობის დამყარების საკითხებზე ისაუბრეს.

 

კოკა კაციტაძემ ელჩს ნაყოფიერი დისკუსიისთვის და მომავალ თანამშრომლობის მზაობისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

შეხვედრას შვეიცარიის საელჩოს მშვიდობის და ადამიანის უფლებების საკითხებში ეროვნული ოფიცერი გიორგი კანაშვილი და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი ესწრებოდნენ.