მაი 07, 2024
გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის თაობაზე, რომელიც შეეხება 2024 წლის აპრილსა და მაისში ქ. თბილისში, პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციული შენობების მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებს.