04 მარტი 2022
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ უწყების თანამშრომლებს მოადგილეები წარუდგინა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ უწყების თანამშრომლებს მოადგილეები წარუდგინა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეების პოზიციებს გიორგი კვარაცხელია და ნათია სონღულაშვილი დაიკავებენ.
გიორგი კვარაცხელია წლების განმავლობაში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საქმიანობდა. მას საპროკურორო და საგამოძიებო მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
რაც შეეხება ნათია სონღულაშვილს, იგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა. მას მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სტრატეგიული გეგმის შესრულებას და სამსახურის განვითარების ხედვის შემუშავებას თანამშრომლების აქტიური ჩართულობით.