თქვენ იმყოფებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

06 მაისი 2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ და უფროსის პირველმა მოადგილემ, გიორგი კვარაცხელიამ დასავლეთ საქართველოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ და უფროსის პირველმა მოადგილემ, გიორგი კვარაცხელიამ რეგიონული შეხვედრის ფარგლებში ბათუმსა და ქუთაისში თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.
შეხვედრაზე, კოკა კაციტაძე თანამშრომლებს პარლამენტისთვის წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე ესაუბრა, რაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დასაქმებული ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სამსახურის დამოუკიდებლობის გაზრდას ისახავს მიზნად.
შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობას დამატებულ 40 მუხლზე, ასევე სამომავლო გეგმებზე და საქმიანობის ძირითად პრინციპებზე.
სამუშაო შეხვედრაზე, საუბარი შეეხო დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით დასახულ კონკრეტულ გეგმებს.
„მოვინახულეთ რეგიონალური ოფისები ქუთაისსა და ბათუმში, თანამშრომლებს გავაცანით სამსახურის სამომავლო გეგმები, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უკავშირდება დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, სამსახურის ფუნქციონალურ გაძლიერებას და თანამშრომლების სოციალური პირობების გაზრდას. აღსანიშნავია, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეემატება კახეთისა და სამეგრელოს რეგიონალური ოფისები, რომელმაც მეტად უნდა გააუმჯობესოს გამოძიების ეფექტიანობა.“- განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ.
„დღეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დასავლეთის სამმართველოში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სამსახურის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის, დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ სამსახურის მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე, განვიხილეთ სამსახურის ქვემდებარეობაში დამატებული ახალი მუხლების გამოძიების პრაქტიკაში დანერგვის საკითხები და სამსახურის თანამშრომელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით პარლამენტისთვის წარდგენილი საკანონდებლო ცვლილებები“- განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი გვარაკიძემ.
დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახური განაგრძობს გაფართოებას და დამატებითი რეგიონალური ოფისების გახსნას კახეთსა და სამეგრელოში გეგმავს.