თქვენ იმყოფებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

20 აპრილი 2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ნათია სონღულაშვილი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ნათია სონღულაშვილი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.
ნათია სონღულაშვილი შეხვედრის მონაწილეებს სამსახურის სტრუქტურაზე, ძირითად ფუნქციებზე, მიმდინარე აქტუალურ თემებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგამოძიებო ორგანოს ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდის მნიშვნელობას.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ სტუდენტებთან დეტალურად მიმოიხილა სამსახურის ქვემდებარე ახალი დანაშაულები და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. გამომდინარე იქიდან, რომ სამსახურის ფუნქციები და დატვირთვა რადიკალურად იზრდება, სამსახურის მიზნების ეფექტურად განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანი საკითხია ადამიანური რესურსების დამატება და მათი განვითარება.
ნათია სონღულაშვილმა სტუდენტებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე კონკურსისა და სტაჟირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ასევე დასაქმების პროცედურები გააცნო.
„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი მიმდინარეობს. ახალი და პროფესიონალი კადრების შერჩევის მიზნით, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ახალი კადრების მიღება მხოლოდ კონკურსის წესით არის შესაძლებელი, როგორც გამომძიებლის ვაკანტურ პოზიციებზე, ასევე სტაჟირების წესთან დაკავშირებით. სწორედ ამ საკითხზე ვესაუბრეთ დეტალურად სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სამართლის სკოლის სტუდენტებს.“ - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ ნათია სონღულაშვილმა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი თამარ ხეთაგური, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის, ასევე დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.