თქვენ იმყოფებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

23 მაისი 2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს შეხვდა

შეხვედრაზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილს დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და განვითარების ხედვა გააცნო. ხაზი გაუსვა ძლიერი და ეფექტიანი დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის არსებობის მნიშვნელობას და საგამოძიებო ორგანოს ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით განსახორციელებელ ცვლილებებს.

შეხვედრაზე კოკა კაციტაძემ ვრცლად ისაუბრა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც მიზნად ისახავს დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და დანაშაულის პრევენციისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.
დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს სამოხელეო დანაშაულების პრევენციის საბჭოს შექმნის ინიციატივა დეტალურად გააცნო.

საბჭოს შექმნა სამოხელეო დანაშაულის შემცირებისკენ გადადგმულ სტრატეგიულ ნაბიჯია, საბჭოს მუშაობაში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ერთად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, სადაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილი იქნება საქმიანობის ანგარიში, მოხდება სამართალდამცავების საქმიანობაში გამოვლენილი ხარვეზების და ტენდენციების იდენტიფიცირება და მათი გადაწყვეტის გზები ერთობლივად დაისახება. საბჭოს ფორმატში განხილული საკითხები უწყებებს მისცემს შესაძლებლობას დაინახონ ობიექტური სურათი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია ამ უწყებების გამართულ ფუნქციონირებასთან და ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას დანაშაულის პრევენციის მექანიზმში. სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის და კოორდინაციის მნიშვნელობას.
შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები - გიორგი კვარაცხელია და ნათია სონღულაშვილი, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი შოთა რიჟამაძე და გენერალური ინსპექციის უფროსი თემურ კვანტალიანი დაესწრნენ.