თქვენ იმყოფებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

19 აპრილი 2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შეხვდა
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე კოკა კაციტაძემ დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის საქმიანობაზე, განვითარებაზე და გამოწვევებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით, სამსახურის შესახებ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებს, ასევე ყურადღება გამახვილდა დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და დანაშაულის პრევენციისთვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაზე.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ სახალხო დამცველს და მის მოადგილეებს სამოხელეო დანაშაულების პრევენციის საბჭოს შექმნის ინიციატივაც გააცნო.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სახალხო დამცველის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილს და მზაობას.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ომბუდსმენთან შეხვედრას სახალხო დამცველის მოადგილეები- თამარ გვარამაძე და გიორგი ბურჯანაძე ესწრებოდნენ.