თქვენ იმყოფებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

28 მარტი 2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, მოადგილეებთან - გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად ევროპის საბჭოს პროექტის „ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში’’ ხელმძღვანელებს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის უფროსმა საქმიანობის ძირითად ასპექტებზე, განსახორციელებელ რეფორმებზე და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.კოკა კაციტაძემ შეხვედრის მონაწილეებს სამსახურის სამომავლო განვითარების ხედვა და ძირითადი გამოწვევები გააცნო.განსაკუთრებული ყურადღება სამსახურის გაძლიერების საკითხზე გამახვილდა. გაზრდილი ფუნქციების პარალელურად, ხაზი გაესვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და დანაშაულის პრევენციისთვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას. შეხვედრაზე, ევროპის საბჭოს პროექტის ხელმძღვანელებმა საგამოძიებო სამსახურთან სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამართულ შეხვედრას ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების დირექტორატის განყოფილების ხელმძღვანელი - დონჩე ბოშკოვსკი (Donche Boshkovski - Head Of Section at Council of Europe), პროექტის კოორდინატორი - კელი სიპი (Project Coordinator- Kelly Sipp), პროექტის უფროსი ოფიცერი - ეთერ ყამარაული და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი სოფიო ჭარელი ესწრებოდნენ