თქვენ იმყოფებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

20 მაისი 2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე და მისი მოადგილე ნათია სონღულაშვილი „დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან საქართველოს პარლამენტის ურთიერთობის შეფასების“ კვლევის შედეგების პრეზენტაციას დაესწრნენ

კოკა კაციტაძემ პრეზენტაციაზე ძლიერი და ეფექტიანი დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ასევე ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო ორგანოს ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდის საკითხებზე. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მსგავს კვლევებში ჩართულობისა და მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრაზე კვლევის ძირითადი მიგნებები, პარლამენტთან ანგარიშვალდებულების სტანდარტიზაციის შესაძლებლობები და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები განიხილეს.

პრეზენტაციაზე ხაზგასმით აღინიშნა, დამოუკიდებელი საზედამხედველო და მარეგულირებელი ორგანოების განსაკუთრებული მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა მათი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და დამოუკიდებლობის სათანადოდ უზრუნველყოფაზე.
კვლევის შედეგების პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გახსნა.

ღონისძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი, პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეები, დამოუკიდებელი საზედამხედველო და მარეგულირებელი ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კვლევა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მიერ (WFD) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდა.