თქვენ იმყოფებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

13 ივნისი 2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრები გრძელდება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი თეკლა ქემოკლიძე და უფროსი გამომძიებელი ირაკლი ლუხოშვილი „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მეორე ნაკადს შეხვდნენ.

შეხვედრაზე დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სტუდენტებს სამსახურის საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები, სტრუქტურა, გაზრდილი ქვემდებარე დანაშაულები და საგამოძიებო პროცესის წარმოების სპეციფიკა გააცნეს.
სტუდენტებმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დასაქმების წინაპირობების, მიმდინარე კონკურსისა და სტაჟირების პროგრამის ეტაპების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სტუდენტებს გავაცანით სამსახურის საქმიანობის მიმართულებები, ის დანაშაულები, რომელსაც იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და სტრუქტურა. ასევე, სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების გამოძიების თაობაზე მივაწოდეთ მაქსიმალური ინფორმაცია. უნდა აღინიშნოს, რომ სტუდენტების მხრიდან იყო მაღალი ინტერესი სამსახურის საქმიანობის შესახებ.“ - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსმა გამომძიებელმა ირაკლი ლუხოშვილმა.

„მოვისმინეთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლება-მოვალეობების, სამუშაოს სპეციფიკის და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია. ამ შეხვედრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ სწორი მიმართულება მაქვს არჩეული.“ - განაცხადა "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა თამარ ჯანჯულიამ.

ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების ინიცირება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმატებული სტუდენტებისთვის სამსახურში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა და შემდგომ დასაქმება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.