თქვენ იმყოფებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

08 ივნისი 2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები - თამარ ხეთაგური და ანზორ გურული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებმა სტუდენტებს სამსახურის საქმიანობის პრინციპები, გაზრდილი ფუნქციები და საგამოძიებო პროცესის წარმოების სპეციფიკა გააცნეს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საგამოძიებო ორგანოს ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდის მნიშვნელობას. დეტალურად განიხილეს სამსახურის ახალი ქვემდებარე დანაშაულები და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. ასევე, საუბარი შეეხო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შემოსულ შეტყობინებაზე რეაგირების მექანიზმს და გამომძიებლის ყოველდღიური საქმიანობის პრინციპებს.
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გავაცანით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, როგორც საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მიზანი, ფუნქციები, პრინციპები, საკანონმდებლო ცვლილებები და გაზრდილი ქვემდებარეობა. შევეცადეთ გამომძიებლის თვალით დანახული ყოველდღიური რეალობა გვეჩვენებინა მათთვის. ასევე გავაცანით სამსახურში არსებული გამოწვევები. მათი მხრიდან დაისვა შეკითხვები და გამოითქვა მომავალი თანამშრომლობის სურვილი. მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.“ - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა თამარ ხეთაგურმა.

„დღეს, შეხვედრა გაიმართა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან, რომლებმაც სამსახურის მუშაობის სპეციფიკა გაგვაცნეს, ასევე ის დანაშაულები, რომელსაც იძიებენ. მოგვაწოდეს ინფორმაცია იმ საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, რომელსაც საგამოძიებო სამსახურის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების დროს იყენებენ. აღნიშული, სტუდენტებისთვის თეორიული ცოდნის მიღების გარდა, პრაქტიკული უნარების განვითარებას ემსახურება, რაც შემდგომ, პროფესიული საქმიანობის განხორციელების ეტაპზე, გამოადგებათ.“ - განაცხადა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტმა ნიკა თომასიანმა.
ცნობიერების ამაღლების უზრუნველყოფა, ასევე, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების ინიცირება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმატებული სტუდენტებისთვის სამსახურში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა და შემდგომ დასაქმება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.