31 მარტი 2022
პროექტის - “სისხლის სამართლის რეფორმების განხორციელება” ტექნიკური კომიტეტის შეხვედრა
30 მარტს, პროექტის “სისხლის სამართლის რეფორმების განხორციელება” ტექნიკური კომიტეტის შეხვედრა გაიმართა
პროექტი ხორციელდება ევროკავშირი საქართველოსთვის და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით. კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, მოადგილეებთან - გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად მიიღო.
კოკა კაციტაძემ დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ძირითად პრინციპებზე, განსახორციელებელ რეფორმებზე, სამომავლო გეგმებზე და პარტნიორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და დანაშაულის პრევენციისთვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაზე.
კომიტეტის შეხვედრას „ევროპის საბჭო“-დან, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის წარმომადგენლები მაჰირ მუშტეიდზადა და კლემენს ბუკმონ და კოსტა, „ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში“ გუნდის ლიდერი აგატა ნაიბო , „ევროპის საბჭო“-ს პროექტის უფროსი ოფიცრები - უჩა ბახტაძე და გიორგი გიორგაძე , სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი სოფიო ჭარელი ესწრებოდნენ.