თქვენ იმყოფებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

18 მარტი 2022

კოკა კაციტაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

კოკა კაციტაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან შეხვედრა გამართა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს სამსახურის ახალი სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და გამოწვევები გააცნო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს სამსახურის ფუნქციური გაძლიერების საკითხსაც.
„უმნიშვნელოვანესია საქართველოს პარლამენტის, ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა სამსახურის კონკრეტული სტრატეგიის და მიზნების განხორციელების პროცესში. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა მოხელის მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური, დროული და დამოუკიდებელი გამოძიებაა.“ - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ.