You are visiting a website of the Special Investigation Service In order to improve your user experience, the website is using cookies. For additional information on cookie policy, please move to the following link Cookie Policy
I accept the use of cookies I refuse the use of cookies

18 Mar 2022

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია “მთავარი არხი”-ს გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე

2022 წლის 18 მარტს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია “მთავარი არხი”-ს გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.