You are visiting a website of the Special Investigation Service In order to improve your user experience, the website is using cookies. For additional information on cookie policy, please move to the following link Cookie Policy
I accept the use of cookies I refuse the use of cookies

24 Mar 2022

კოკა კაციტაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს შეხვდა

კოკა კაციტაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე და უფროსის მოადგილე ნათია სონღულაშვილი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრეს, რაც სამსახურის ინსტუტიციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაზრდას ისახავს მიზნად. კერძოდ, ეს ეხება დაზარალებულთა უფლებების გაუმჯობესებას, თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიების გაფართოებას და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს. 

საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიზნების ეფექტურად განხორციელებისათვის, მომავალში აქტიურად გაგრძელდება.

საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი და კომიტეტის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.